20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო „ალაფის" მეორე ტურის შეხვედრაში საქართველომ ზიმბაბვე 50:19 დაამარცხა. მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა აფრიკელ მეტოქეებს 7 ლელო დაუდეს: ლოსაბერიძე, ჩილაჩავა (2, 6), ბიწაძე, ძნელაძე, ტყეშელიაძე (5, 7). ბახვა კობახიძემ 7-დან 6 გარდასახვა შეასრულა ზუსტად. მანვე გამოიყენა ერთი ჯარიმაც.
B ჯგუფში საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს. 10 ქულა აქვს იაპონიასაც. იაპონელებმა კანადა 30:15 დაამარცხეს. ლიდერებს შორის შეხვედრა 1 ივნისს, ავჭალის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.
A ჯფუფს ერთპიროვნულად სამოა ლიდერობს. სამოელებს ორიდან ორი გამარჯვება აქვთ და მდევარ რუსეთს 5 ქულით უსწრებენ. გუშინდელ შეხვედრაში სამოამ ურუგვაის 37:6 მოუგო, რუსეთმა კი აშშ დაამარცხა 42:36.
მესამე ტურში რუსეთი სამოას შეხვდება, ურუგვაი აშშ-ს.