ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრბის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ირაკლი ბათიაშვილის ძებნა.
როგორც შსს იტყობინება ტარდება ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის მერე ვერ ხერხდება ირაკლი ბათიაშვილია ადგილსამყოფელის დადგენა. მაია ბათიაშვილი ეჭვობს, რომ მისი მეუღლე ირაკლი ბათიაშვილი ცოცხალი აღარ არის.
"დღევანდელი ხელუსფლების პირობებში არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ირაკლი ბათიაშვილი ცოცხალი აღარ არის. დღევანდელი კადრები რომ ვნახე, ძალიან შემეშინდა. ირაკლი ცამდე მართალი იყო. ამ ჩანაწერებმა კი დიდი შიში გამიჩინა იმისა, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ირაკლი შეიძლება ცოცხალი არაა და ხელისუფლება დროს იმიტომ წელავს, რომ რამენაირად გაიმართოლნ თავი", - აცხადებს ბათიაშვილის მეუღლე.
მაია ბათიაშვილის აზრით, თუ მისი მეუღლე ცოცხალია, "ალბათ სახელმწიფო გადატრიალებაში დასდებენ ბრალს და უმოწყალოდ ჩაცხრილავენ".
"ერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ირაკლი და ჩემი ძმა ჰყავდათ მოდულში. ახლა სად იმყოფება, წარმოდგენა არ გვაქვს. ყველა დაკარგული ალბათ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან, სავარაუდოდ, ხელისუფლება აიძულებს მათ ყველანაირი მეთოდით, მოაწერონ ხელი უკანონო ჩვენებებს. ირაკლი ბათიაშვილს წელიწად-ნახევარია აწამებენ, რომ რაღაცას მოაწეროს ხელი", - აღნიშნა მან