დაღესტანში სოფელ ტალგის გარეუბანში სამართალდამცავებმა ორი ბოევიკის ლიკვიდირება მოახდინეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
"ინცინდენტი გუშინ 22:00 საათზე მოხდა. ავტომანქანა ვაზ 14, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო ნომრები ცდილობდა გაჩერების გარეშე გაეარა საგზაო გამშვები პუნქტი. სამართლდამცავებთა მოთახოვნაზე მანქანა არ გაჩერდა და მისი დევნა დაიწყო. ავტომანქანიდან სამართალდამცავთა მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი. ურთიერთსროლის დროს ავტომანქანის მძღოლი და მისი მგზავრი განადგურებულ იქნა", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.
სამართალდამცავთა განცხადებით, ავტომანქანაში ნაპოვნია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.
წინასწარი მონაცემებით მძღოლიც და მისი მგზავრიც იატაკქვეშეთში მომქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათი ვინაობა დგინდება.