26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურად დაწყებას საზოგადოებას აკაკი წერეთელის და სიმონ ჩიქოვანის ხმა ამცნობს.
აღლუმს ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი დევი ჭანკოტაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ტრიბუნასთან გამოჩენამდე გაერთიანებული შტაბის უფროსი გაცემს აღლუმის მზადყოფნის ბრძანებას, შემდეგ ახსენებს უმაღლეს მთავარსარდალს, რომ პირადი შემადგენლობა აღლუმისათვის დაწყობილია, საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის მთლიანი პირადი შემადგენლობა ერთმანეთს ესალმება. ბრძანების გაცემის შემდეგ, აღლუმის პირადი შემადგენლობა გადადის დგომზე ,,თავისუფლად. "წუთიერი დუმილი" პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით აჯილდოვებს შემდეგ პირებს
1. რუსუდან ფეტვიაშვილი
2. ვახტანგ მაჭავარიანი
3. ტარიელ ჭანტურია
4. რეზო გაბრიაძე
5. ოთარ ზურაბიშვილი
6. ნათელა ჟორდანია
7. რეჯებ ჟორდანია
8. თამარ ჩხენკელი
9. გოგიტა ვაშაძე
10. დავით საყვარელიძე
11. დავით ლორთქიფანიძე
12. არვედას საბონისი
13. თამარ კვესიტაძე
14. მამუკა გვარამია
15. გენადი ქაჩიბაია
ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან
კაპრალი სადღობელაშვილი ილია,
უფროსი ლეიტენანტი ცირდავა თენგიზი და
მაიორი კუთხაშვილი სლავა.
პირველად, აღლუმების ისტორიაში, საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსადამთავრებულები სამხედრო ფიცს იღებენ. 94 კურსდამთავრებული, მათ შორის მხოლოდ ერთი ქალი მუხლს იყრის და ფიცს დებს საჯაროდ. ფიცის მიღების შემდეგ მათ ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება "ლეიტენანტი". აღლუმის დასრულების შემდეგ ოფიცრები სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფეში გააგრძელებენ.
სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ, ოფიცრებს და სრულიად საქართველოს, საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. (აღლუმის პირადი შემადგენლობის პასუხი "ვაშა!" "ვაშა!" "ვაშა!" ).
სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჰიმნს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით ასრულებს მომღერალი ნინი ბადურაშივილი.
აღლუმის სარდალი იწყებს აღლუმის საზეიმო მსვლელობას, გასცემს ბრძანებებს, რომლებიც გულისხმობს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გადაწყობას, მოძრაობის მიმართულებას და დისტანციის დაცვას. მედროშეები პირდაპირ, დანარჩენები კი მარჯვნისაკენ სწორებით იწყებენ მსვლელობას.
1. აღლუმს ხსნის მედროშეთა კოლოფი, რომელსაც უძღვება გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. კოლოფს საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებისა და გვარეობების დროშები მოაქვთ. მედროშეთა კოლოფი დაკომპლექტებულია სარიტუალო ასეულის შემადგენლობისგან.
2. მედროშეებს მოყვებიან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, რომლებიც აღლუმში პირველად იღებენ მონაწილეობას.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ფუნქციონირება მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში (2010 წლის 13 სექტემბერს) დაიწყო. ლიცეუმი საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილსვე ეკუთვნის კადეტთა ლიცეუმის აღდგენის იდეა. კადეტთა სასწავლებელი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა მისი გაუქმების იდეა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა და განხორციელდა. ამჟამად ლიცეუმში 297 კადეტი სწავლობს. სამხედრო ლიცეუმი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, კადეტები უზრუნველყოფილი არიან სამედიცინო მომსახურებით, კვებით, სხვადასხვა სახის უნიფორმებით, სასწავლო ინვენტარით, ისინი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, გაძლიერებულად სწავლობენ სამხედრო საქმეს და გადიან ფიზიკურ მომზადებას.
3. მსვლელობას აგრძელებს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების სარდლობის პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი.
4. მათ შემდეგ მოდის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა.
აღლუმზე გამოდის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები.
ქვეითი ბრიგადები სახმელეთო ჯარების ძირითადი ნაწილია და მათი დანიშულებაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევა და შენარჩუნება. ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
I ქვეითი ბრიგადა
ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ გოფოძე. ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში. ბრიგადის 2000 სამხედროს მოსამსახურეს მიღებული აქვს მონაწილეობა ,,IRAQI FREEDOM" სამშვიდობო ოპერაციაში 2007-2008 წლებში;
II ქვეითი ბრიგადა
მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე. ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში. 2005-2007 წლებში ბრიგადის ბატალიონებმა ,,IRAQI FREEDOM" სამშვიდობო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა 2009-2010 წლებში მონაწილეობა მიიღო ISAF-ის ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში და კიდევ 1 ასეული ემზადება ავღანეთში გასამგზავრებლად.
III ქვეითი ბრიგადა
მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯანჯალია. ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში. ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურეს მიღებული აქვს მონაწილეობა ,,IRAQI FREEDOM" სამშვიდობო ოპერაციაში 2007 წელს. 2010 წლის ოქტომბრიდან III ქვეითი ბრიგადის 31-ე და 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ასრულებდნენ ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან ერთად. 24 მაისს დასრულდა 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის როტაცია ავღანეთში, რომელიც ჩაანაცვლა 33-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა. 31-ე და 32-ე ბატალიონებმა ISAFის ოპერაციაში მონაწილეობისთვის დაიმსახურეს არაერთი როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მადლობა - საერთაშორისო საზოგადოებისგან, მსოფლიოს სამხედრო მაღალჩინოსნებისგან და ასევე პოლიტიკური წრეებისაგან.
IV ქვეითი ბრიგადა
მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა. 2007 წელს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ერაყში გადასროლისწინა მომზადების პროგრამა გაიარა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ვეღარ გაემგზავრა ერაყში. ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც პირადმა შემადგენლობამ თავი გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმითა და საბრძოლო მომზადებით.
ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
ბატალიონის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ჯემალ თოდუა. ბატალიონი მზადაა სრული სპექტრის საომარი ოპერაციების შესასრულებლად. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საზღვაო დესანტი.
ბატალიონის პირად შემადგენლობას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოს რეგიონში, ერაყსა და ავღანეთში.
აღლუმის შემადგენლობაშია ასევე ქართული არტილერიის ქვედანაყოფების წარმომადგენლები. საარტილერიო ბრიგადები წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების ძირითადი მხარდამჭერ ელემენტს. საარტილერიო ბრიგადების ამოცანებია - შეტევისა და თავდაცვით ოპერაციებში უზრუნველყოს ქვეითებისა და მექანიზირებული ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა;
I საარტილერიო ბრიგადა
მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა ბუთხუზი. ბრიგადის პირადი შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მომზადებით და პროფესიონალიზმით. ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს ქართული ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში. 2010 წლიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა სისტემატურად მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში.
II საარტილერიო ბრიგადა
მეთაურია ვიცე-პოკლოვნიკი კახა ტაბატაძე. ბრიგადის პირადი შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მომზადებით და პროფესიონალიზმით. ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს ქართული ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის მოგერიების ოპერაციებში. 2010 წლიდან პირადი შემადგენლობა სისტემატურად მონაწილეობს ISAF ოპერაციაში.
საინჟინრო ბრიგადა
მეთაურია მაიორი იოსებ ლოლაძე. ბრიგადის ძირითადი ამოცანებია: საინჟინრო ფორტიფიკაციული ნაგებობების შექმნა, მოწინააღმდეგისათვის საინჟინრო დაბრკოლებების აგება და საკუთარი ძალების მობილურობის უზრუნველყოფა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ასევე ემზადება ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციების ჩატარებაში.
ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი
ბატალიონის მეთაურია მაიორი დავით ბოჭორიშვილი. ბატალიონის ძირითადი ამოცანა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფაა.
სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული კოლოფი.
კოლოფს ხელმძღვანელობს კაპიტანი გიორგი ხუბაშვილი.
საავიაციო ქვედანაყოფებს მონაწილეობა აქვს მიღებული 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
გვარდია
მეთაურია მაიორი რატი წაქაძე. გვარდიის ქვედანაყოფებს მონაწილეობა აქვს მიღებული 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ამჟამად ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი პასუხისმგებელია რეზერვისტთა მომზადებაზე.
საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაზე.
აღლუმის საზეიმო მსვლელობას ქვეითად ხურავს სპეციალური დანიშნულების ძალები
აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისიტემები და საფრენი აპარატები. 2011 წლის 26 მაისის აღლუმზე არ იქნება წარმოდგენილი მუხლუხა ტექნიკა.
ტექნიკის მსვლელობა დაიწყება ახალი საქართველოში წარმოებული ჯავშანტრასპორტიორი „დიდგორით". ეს არის, როგორც უშუალოდ აღლუმზე ისე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე!
ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი"
ახალი სადაზვერვო მანქანის მაკეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება, აწყობილია საქართველოში, კერძოდ, კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სატანკო საწარმოში. შემოწმებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები:
სახელწოდება - "დიდგორი"
დანიშნულება - სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა
ეკიპაჟი - "დიდგორი 1" - 8+1 (მეტყვიამფრქვევე), "დიდგორი 2" - 6+1 (მეტყვიამფრქვევე) სამხედრო.
ძრავი - 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი
სიჩქარე - 100 - 120 კილომეტრი საათში
საწვავის ავზი - იძლევა შესაძლებლობას მანქანამ დაფაროს 500 კილომეტრი
•ჯავშანი - იგი მეტად შეჯავშნულია ვიდრე NATO-ს სტანაგის II კლასი მოითხოვს. ეს კლასი კი ითვალისწინებს 7.62/54 კალიბრის ტყვიისგან თავდაცვის შესაძლებლობას.
წონა - 7 ტონა
შეიარაღება -"MINIGUN" - ის ტიპის ტყვიამფრქვევი (სწრაფსროლაა 12- დან 15 ათას გასროლამდე წუთში); მეორე ტიპის "დიდგორზე" დამონტაჟებულია 12.7 კალიბრის ტყვიამფრქვევი. ორივე მოდელზე შესაძლებელია სხვა კლასის შეიარაღების დამონტაჟებაც.
მწარმოებელი - საქართველო
ორი შემუშავებული მოდელიდან ერთ- ერთის ავტორია ცნობილი საავტომობილო დიზაინერი ზვიად ციკოლია. სწორედ მისი დიზაინით შეიქმნა ის მოდელი, რომელიც მეორისგან განსხვავებით ოდნავ მოზრდილია.
ჰამერის ტიპის შეჯავშნული ავტომობილი
• მოდელი HMMWV M1151 (High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle) მაღალი მობილურობის მრავალდანიშნულებიანი ბორბლებიანი ტრანსპორტი M1151 მოდელი არის მძიმედ შეჯავშნული
• დანიშნულება: პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე, შესაძლებელია გამოიყენოს როგორც სადაზვერვო მანქანა, ესკორტისა და კონვოირებისათვის, არსებობს 15- ზე მეტი მოდიფიკაცია.
• სხვა: აღნიშნულმა მანქანამ საკმაოდ კარგი ავტორიტეტი მოიპოვა ერაყში ჩატარებული ოპერაციის ,,უდაბნოს ქარიშხლის" შემდეგ. გამოირჩევა მაღალი მობილურობითა და საიმედოობით.
ჯავშანტრანსპორტიორი ,,კობრა"
• მოდელი: ჯავშანტრანსპორტიორი ,,კობრა"
• დანიშნულება: ათეულის ზომის ქვედანყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. არსებობს რამდენიმე სახის მოდიფიკაცია (სადაზვერვო, სამეთაურო, ტანკსაწინაღმდეგო რაკეტებით აღჭურვილი)
• სხვა: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ჯავშანტრანსპორტიორმა ,,კობრა" აჩვენა მაღალი მობილურობა და საიმედოობა ბრძოლის ველზე.
პირველად აღლუმზე ;
ჯავშანტრანსპორტიორი ,,ვულფი"
• მოდელი: ჯავშანტრანსპორტიორი ,,ვულფი"
• დანიშნულება: ათეულის ზომის ქვედანყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველამდე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. დაჭრილების ევაკუაცია ბრძოლის ველიდან. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საშტაბო-სამეთაურო მანქანად.
• შეიარაღება: 7,62 მმ ტყვიამფრქვევი, ასევე შესაძლებელია 12,7 კალიბრის ტყვიამფრქვევის დაყენება.
• ეკიპაჟი: 2 სამხედრო მოსამახურე + 7 შეიარაღებული მებრძოლი
• მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი
• სხვა: გამოირჩევა გადადგილების მაღალი სიჩაქარით
ჯავშანტრანსპორტიორი
• მოდელი: ჯავშანტრანსპორტიორი (ბტრ-80)
• დანიშნულება: ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველამდე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. დაჭრილების ევაკუაცია ბრძოლის ველიდან. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საშტაბო-სამეთაურო მანქანად
ჯავშანტრანსპორტიორი "ეჯდეერი"
• მოდელი: ჯავშანტრანსპორტიორი ,,ეჯდეერი"
• დანიშნულება: ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა. დაჭრილების ევაკუაცია ბრძოლის ველიდან
საარტილერიო სისტემა ,,მსტა"
მოდელი: 152 მმ ჰაუბიცა 2A65, მსტა
დანიშნულება: ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება. მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა - განადგურება. მავთულხლართებიან და დანაღმულ ველებში გასასვლელების გაკეთება.
სხვა: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს აქტიურად იქნა გამოყენებული მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების და საარტილერიო საშუალებების გასანადგურებლად.
საარტილერიო სისტემა ,,გიოცინტ"
მოდელი: 152 მმ ჰაუბიცა 2A36, ,,გიოცინტ"
დანიშნულება: ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება. მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა განადგურება. მაღალი ღირებულების მიზნების განადგურება.
სხვა: სროლის მაქსიმალური მანძილის გამო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს აქტიურად იქნა გამოყენებული მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების და საარტილერიო საშუალებების გასანადგურებლად.
152 მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ,,დანა"
მოდელი: 152 მმ თვითმავალი საარტილერიო სისტემა ,,დანა"
დანიშნულება: მოწინააღმდეგის ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება. მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციული ნაგებობების დანგრევა - განადგურება. საკუთარი სამანევრო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ,,რმ-70"
მოდელი: 122 მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ,,რმ-70"
დანიშნულება: ღიად განლაგებული მოწინააღმდეგის, დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკისა და საცეცხლე საშუალებების დაზიანება-განადგურება თავშეყრის რაიონებში. მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების მიზნების განადგურება.
შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების შემდეგ აღლუმში საფრენი აპარატები ერთვებიან.
ა ვ ი ა ც ი ა
შვეულმფრენი UH-1H
მოდელი: UH-1H (იროკეზი)
დანიშნულება: სადესანტო-სატრანსპორტო, ბრძოლის ველიდან დაჭრილების ევაკუაცია
შვეულმფრენი მი-8
მოდელი: შვეულმფრენი მი-8 მ, მი-8 მტ
დანიშნულება: პირადი შემადგენლობის გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვა. არსებობს შემდეგი მოდიფიკაციები (სადაზვერვო, საარტილერიო მაკორექტირებელი, რადიოელექტრონული ბრძოლის და სხვა)
შვეულმფრენი მი-24
მოდელი: საბრძოლო შვეულმფრენი მი-24
დანიშნულება: ქვეითთა სამანევრო ქვედანაყოფების ახლო საჰაერო მხარდაჭერა
მსუბუქი საბრძოლო გამანადგურებელი ,,ლ- 39"
მოდელი: ლ-39 ,,ალბატროსი"
დანიშნულება: საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადება-გადამზადება და საბრძოლო გამოყენების შესწავლა
მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25
მოდელი: სუ-25, სუ-25უბ, სუ-25 "მიმინო"
დანიშნულება: ქვეითთა მხარდაჭერა ჰაერიდან, წერტილოვანი დარტყმები
მოწინააღმდეგეზე და მძიმე ტექნიკის განადგურება.
სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავების გადაფრენის შემდეგ აღლუმის საზეიმო მსვლელობა მთავრდება. მსვლელობის ძირითად მოედანს, პირველად აღლუმების ისტორიაში, ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები" შესრულებით ცეკვა „ხორუმი" იკავებს. „ხორუმს" სუხიშვილები საქართველოს შეიარაღებული ძალების საველე - სამხედრო ფორმებში ასრულებენ. ცეკვის დასასრულს ვერტმფრენიდან ხდება კანფეტის ჩამოყრა და ტრიბუნების მიმდებარე ტერიტორიიდან ჰაერში ბუშტების გაშვება!