ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიკაციისა და მეორადი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე დააკავეს შპს „კოლხი 2009"ის დირექტორი ერასტი კვირკვია და ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი ზაზა ჟვანია, რომლებიც ყოველგვარი სანიტარული ნორმების უგულებელყოფით კუსტარულად მოწყობილ საამქროში ასხამდნენ მაღალალკოჰოლურ სასმელებს: ცქრიალა ღვინოს „ძველი უბანი", ბრენდს „ბერმუხა", ლიქიორებს „მედეა", „ნეოლითი" და სხვა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული სასმელები ფალსიფიცირებულია და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ე.კვირკვია და ზ.ჟვანია ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში ერთხელ უკვე იყვნენ ნასამართლევები.
მიმდინარეობს წინანსწარი გამოძიება საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე, 198-ე და მე-2002 მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.