წყალტუბოს მღვიმის პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება. დასრულებულია სამშენებლო და გასამაგრებელი სამუშაო. გერმანელი პროფესიონალები _ დიზაინერები და ინჟინრები _ ამჟამად მღვიმის განათებაზე მუშაობენ.
11 დეკემბერს, 14:00 საათზე, მღვიმეში სამუშაო ჯგუფი განათების პრეზენტაციას მოაწყობს.
წყალტუბოს მღვიმის ტურისტული განვითარების პროექტი მოამზადა ტურიზმის დეპარტამენტმა და ხორციელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დაიწყო 2007 წლის დეკემბერში, დასრულდება 2010 წლის გაზაფხულზე.
დაშორება წყალტუბოდან 5-6კმ. გამტარუნარიანობა 310,000 ვიზიტორი წელიწადში. მღვიმის მარშუტის სიგრძეა 1,5კმ. საქართველოს კარსტულ მღვიმეებს შორის იგი საინტერესოა მისი წარმოშობისა და სანახაობის გამო. მღვიმე შედგება 4 ძირითადი დარბაზისაგან რომელშიც გაედინება მდინარე, მათი დამაკავშირებელი დერეფნებისა და ტბისაგან.
მღვიმის დასახელებიდან გამომდინარე მისი დიზაინი და დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი მარშუტი განისაზღვრა ლეგენდის ელემენტებით.
მღვიმის ტერიტორიაზე კეთდება დიდი ტურისტული კომპლექსი, რომლის გარშემო ივლის მატარებელი.
მღვიმეებში არსებული სიფონური მონაკვეთები უნიკალურ საშუალებას იძლევა, წყალტუბოს მღვიმის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სპელეოლოგიური ცენტრის მიერ ორგანიზებული იქნას დაივერთა და სპელეოლოგთა სწავლება.