ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ნატული დვალიშვილს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ნატული დვალიშვილს თანამშრომლებთან კონფლიქტი ჰქონდა და ის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაშიც იყო ეჭვმიტანილი.
"შესაბამისად, კომისიამ ზემოაღნიშნულ ოლქში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოაცხადა კონკურსი. საბუთების მიღება იწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით", - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის ბიუჯეტიც დამტკიცდა.