ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საქარველოში ვიზიტი დაასრულა. დელეგაცია თბილისს დღეს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა იონამ (ჯეიმს პაფხაუზენი) გრიგოლ ხანძთელის დღესთან დაკავშირებით დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიართან ერთად აღავლინა, შემდეგ კი, ორივე პატრიარქმა იქადაგა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, საქართველოს უძველეს ეკლესიასა და ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის ურთიერთობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ერებსა და ეკლესიებს შორის.
ამასთან, უწმინდესმა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს საქართველოს წმინდა სინოდისა და მორწმუნეების სახელით მადლობა გადაუხადა.
"თქვენი ჩამობრძანება, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მომტანი იქნება", - აღნიშნა უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი იონა (ჯეიმს პაფხაუზენი) და ამერიკის ეკლესიის დელეგაცია საქართველოს თითქმის ერთი კვირაა სტუმრობს.