რუსეთის ყოფილმა ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული გამოცემა "მედუზა" ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სტაროვოიტის ცხედარი მის პირად მანქანაში, ოდინცოვოს საქალაქო რაიონში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები.
მათივე ცნობით, მთავარ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.
7 ივლისის დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რომან სტაროვოიტი ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე ის კურსკის ოლქს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იგი ალექსეი სმირნოვმა დაიკავა.