12 დეკემბერს, JA-YE Europe და ბრიტანეთის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში "Skills@Work Challenge" ბიზნესასპარეზს გამართავს, რომელშიც პროფესიული სასწავლო ცენტრების 15-18 წლის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანასა (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ისრაელი, მაკედონია, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი) და დიდ ბრიტანეთში გაიმართება.
Skills@Work ბიზნესასპარეზი წარმოადგენს კონკურსების სერიას ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია, წაახალისოს ახალგაზრდები თავიანთი უნარ-ჩვევები გამოიყენონ სამეწარმეო მიზნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სამეწარმეო გამოცდილების გაღრმავებას.
საგანგებოდ მოწვეული ბიზნესპარტნიორი სტუდენტებს დაუსახავს ბიზნესპრობლემას, რომელიც მათ რამდენიმე საათში უნდა გადაჭრან და შემდეგ წარადგინონ ჟიურის წინაშე.
ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულნი მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ფინალში, რომელიც თბილისში, 2010 წლის თებერვალში გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი გაემგზავრება საერთაშორისო ფინალზე, რომელიც 2010 წლის 22 აპრილს სერბეთში ჩატარდება. ინოვაციური იდეის მქონე 45 ახალგაზრდა (9 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და 15 ბრიტანეთიდან) ერთმანეთს სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებში შეეჯიბრება.
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ეროვნულ კონკურსს მართავს ჟA- საქართველოსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
პროექტის ბიზნესსპონსორია "ლუკოილი", რომელიც გამარჯვებულ გუნდს პრიზებს გადასცემს.