ხვალ, 11 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განიხილება გურამ გირგვლიანის სამოქალაქო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოპასუხეების _ გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ.
გურამ გირგვლიანის ინტერესებს ადვოკატები შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი წარმოადგენენ.