აშშ ელჩმა ჯონ ბასი გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მემორიალური დაფა გახსნა.
ღონისძიება მიეძღვნა შიდა ქართლის რეგიონში კასეტური ჭურვების ნარჩენების გაწმენდის დასრულებას.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა HALO თღUშთ პროგრამას საქართველოში 6.7 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
აქედან 4.3 მილიონი შიდა ქართლში განაღმვის ოპერაციებს მოხმარდა. გასანაღმ ტერიტორიაზე იყო სახლები, ეზოები, სკოლები, ბაღები, ბოსტნები და ფერმები. მსოფლიოს უმსხვილესი განმნაღმველი საერთაშორისო ორგანიზაცია HALO თღUშთ დაარსდა 1988 წელს. ამჟამად ორგანიზაცია მოღვაწეობს მსოფლიოს ოთხი კონტინენტის 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 1997 წლიდან.