სამების საკათედრო ტაძარში "ქართველთა ერთიანობის ტრაქტატს" ხელი მოაწერა "ლეიბორისტების" სრულმა შემადგენლობამ .
როგორც ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განუცხადა, "უწმინდესის სიბრძნით შედგენილ ამ დოკუმენტში საქართველოს ერთიანობის გასაღებია ჩადებული".
აღნიშნულ კონტექსტში, ნათელაშვილმა ტრაქტატზე ხელმოწერისკენ საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა.
"მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, შეუერთდეს ერთიანობის ქარტიას და ერის გაერთიანება ძალიან მალე მოგვცემს აღდგენილ საქართველოს", - განმარტა ნათელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "ლეიბორისტების გარდა" "ქართველთა ერთიანობის ტრაქტატს" ხელმოწერით დღესვე "მემარჯვენეებიც" შეურთდნენ. "ახალი მემარჯვენეების" სახელით დოკუმენტს ხელი ფიქრია ჩიხრაძემ მოაწერა.