ფეხბურთის ფედერაციამ სანქციების გამკაცრებაზე მუშაობა დაიწყო. ახალ წესებს ფედერაციის იურიდიული დეპარტამენტი შეიმუშავებს.
საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასაცილოა, როდესაც სტადიონზე ჩხუბის გამო ფეხბურთელი მხოლოდ სიმბოლურ ჯარიმას იღებს.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ 25 ივნისს ფეხბურთის ფედერაცია ახალ აღმასკომს აირჩევს. სანქციების გამკაცრებაზეც უკვე აღმასკომის ახალი შემადგენლობა იმსჯელებს.