სტადიონზე ჩხუბის გამო ფეხბურთელებს კიდევ უფრო მკაცრად დასჯიან - ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დღეს უნდა გადაწყვიტონ თუ რა სანქციები დაწესდება ჩხუბის მოყვარულთათვის. აღნიშნული საკითხის განხილვა ერთ საათში დაიწყება.
დღესვე ფედერაციამ მწვრთნელების შესახებაც იმსჯელებს და ეროვნული ჩემპიონატის რეორგანიზაციის გეგმას განიხილავს.
საგულისხმოა, რომ სხდომაზე არ განიხილება რამდენიმე დღის წინ ფოთის "კოლხეთსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩში მომხდარი ინციდენტი. სამაგიეროდ, აღმასკომი იმსჯელებს სადისციპლინო სანქციების გამკაცრების თაობაზე და ასევე განხილვის საგანი იქნება მწვრთნელთა ეტიკეტისა და ეროვნულ ჩემპონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა.
"უმსგავსო ფაქტების შემდეგ ახლა მიდის უკვე სწორი მიმართულებები, დაგეგგმვა იმისა, თუ რა უნდა გაკთდეს იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი უფრო განვითარდეს. კარგია ის, რომ არასპორტულ საქციელზე რეაგირება დროულად ხდება", _ აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.