ორთაჭალის №1 საპყრობილეში თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტით აღჭურვილი ახალი სამედიცინო ნაწილი გაიხსნა.
ახალი სამედიცინო ნაწილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კოკა სეფერთელაძემ გახსნა.
სტომატოლოგიური კაბინეტით აღჭურვილი ახალი სამედიცინო ნაწილისთვის აპარატურა და ყველა საჭირო მედიკამენტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ საკუთარი სახსრებით შეიძინა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ დროისათვის, სტომატოლოგიური კაბინეტებით უკვე აღჭურვილია №4, №6, №8 საპყრობილე, №10, №3 №2 №8 საერთო და მკაცრი რეჟიმის, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი და ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებები.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.