თურქეთის ქალაქ სამსუნში საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი ზარინა ახმედოვა დააპატიმრეს. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ზარინა ახმედოვას, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს, უკვე კარგა ხანია ეძებენ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები. ახმედოვას ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.
წყაროს ინფორმაციით, ახმედოვას ადგილსამყოფელი შემთხვევით გახდა ცნობილი. ახმედოვა ადგილ ბაფდაში დააკავეს. ამჟამად სამსუნის პოლიციის სამმართველოს იზოლატორში მყოფ ახმედოვას აზერბაიჯანის სამართალდამცავენს გადასცემენ. თურქებმა ამის შესახებ ბაქოს უკვე აცნობეს.