სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე "ქართველთა ერთიანობის ტრაქტატზე" ხელმოწერისკენ აფხაზებსა და ოსებსაც მოუწოდებს.
"საქართველო უნდა იყოს არადაპირისპირების ქვეყანა, არამედ ერთიანი სახელმწიფო. დღეს, როცა ჩვენ ვგრძნობთ მტრის ხელს, რომელიც ცდილობს დაყოს საქართველო, ყველამ: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა და საქართველოს ყველა მცხოვრებმა უნდა განვაცხადოთ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს დანაწევრებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მთლიანი", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
მისივე შეფასებით, ტრაქტატი, რომლის შექმნის ინიციატივითაც ის გამოვიდა "ქართველი ხალხის მთლიანობის, ერთობის და ერთსულოვნების" გამოხატულება იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ქართველთა ერთიანობის ტრაქტატი" ამჟამად სამების საკათედრო ტაძარშია და მასზე ხელმოწერის ცერემონია გრძელდება.