ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის გამომძიებელი იური სტეფანიშვილი დააკავა.
ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელს ფინანსური დარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმის შემცირებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი მისგან 10 ათასი ლარი მოითხოვა.
სამართალდამცველებმა სტეფანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, მას თანხის ნაწილი - 5 ათასი ლარი აღმოაჩნდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.