ფოთის "კოლხეთსა" და ზუგდიდის "ბაიას" შორის მიმდინარე შეხვედრაზე სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ფოთელმა ფეხბურთელებმა მიიჩნიეს, რომ მათი მეტოქეები უბრალოდ დროის გაყვანას ცდილობდნენ, რათა არსებული ანგარიში 1:1 შეენარჩუნებინათ.
ამას სპორტსმენებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, რამაც უკვე ზუგდიდელი ფეხბურთელების პროტესტი გამოიწვია.
საქმის გარჩევაში გუნდების სამწვრთვნელო შტაბის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ფოთის ინციდენტს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-ტექნიკური კომიტეტი განიხილავს. როგორც ამავე კომიტეტში აცხადებენ, ეს ინციდენტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციაში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეხვედრა ისედაც იგეგმებოდა.