ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა იზრდება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუნდების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.
"ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც თამაშის ახალ სისტემას გვთავაზობს. გვინდა კლუბები ისე დავაკომპლექტოთ, რომ ისინი მარტო თამაშზე ფიქრობდნენ", - განაცხადა სიჭინავამ.
მისივე განმარტებით, დაწესდება საპრიზო ფონდიც, რომლის მინიმალური თანხა მილიონი ლარი იქნება.
ახალ პროექტს ფეხბურთის ფედერაცია ხვალ პირველი და უმაღლესი ლიგების ხელმძღვანელებს გააცნობს, ზეგ, 20 მაისს კი მას აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცებს.