McDonald's Corp-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბავშვთა მავნე კვების პროპაგანდა, მათ შორის საბავშვო Happy Meal-ის და ასევე აკრძალოს კლუნი Ronald McDonald- შესაბამისი მოთხოვნით McDonald's Corp-ს ასობით საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ მიმართა, წერს reuters-ი.
მიმართვა საზოგადოებრივმა ჯგუფმა Corporate Accountability International-მა დააფინანსა და ის ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბოსტონის, სამფრანცისკოს, მინიაპოლისის და ბალტიმორის გაზეთების მთელ გვერდზე, McDonald's Corp-ს აქციონერთა კრების ყოველწლიური შეკრების წინ გამოქვეყნდა.
მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება ამერიკელი ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მათი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯების ზრდის გამო.
„ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ შეწყვიტოთ მაღალი შეამადგენლობის მარილის, შაქრის, ცხიმებისა და კალორიის მქონე საკვების პროპაგანდა. ასევე აკრძალოთ Ronald McDonald-ის სათამაშოს უფასო დარიგება",- ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს ჯანდაცვის 550 სხვადასხვა ორგანიზია, მათ შორის American Academy of Child & Adolescent Psychiatry და Food Studies & Public Health. McDonald's ამ დროისათვის კომენტარი არ გაუკეთებია.