ლატვიის დელეგაცია საქართველოს პოლიციის რეფორმით აღფრთოვანებულია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვერდის დასრულების შემდეგ ლატვიის სეიმის საგარეო ურიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოიარს ერიკს კალნინიმ განაცხადა, შეხვედრაზე გარდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში გატარებული რეფორმები. ისაუბრეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.
"ჩვენი პარლამენტი მზად არის ყველა ამ რეფორმის უკეთ განხორციელებაში ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს. მინდა ცალკე გამოვყო პოლიციასა და ეკონომიკურ სფეროებში გატარებული რეფორმები", - განაცხადა კალნინიმ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე პრეზენტაცია მოაწყო ლატვიაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ამასთან ლატვიის სიემის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის რეფორმები რომელიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა თავის ქვეყანაშიც ჩაიტანს.