საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შესაძლოა ახალი ჯავშანმანქანა „დიდგორი" გამოჩნდეს.
„geo-army"-ს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანა რუსთაველის გამზირზე პირველად წუხელ, აღლუმის რეპეტიციაზე იქნა გამოყვანილი.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, რეპეტიციაზე ასევე პირველად გამოიყვანეს ისრაელის წარმოების ჯავშანმანქანა „რაფაელ-ვულფი" და ისრაელის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სპაიდერ-სრ".
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმის რეპეტიცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეპეტიციაში შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად სახმელეთო და საჰაერო ტექნიკაც იყო ჩართული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამზადისში საქართველოს თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად ანსამბლი "სუხიშვილებიც" მონაწილეობდნენ. საბრძოლო შინაარსის ცეკვას "ხორუმი" ისინი სამხედრო ფორმებში შეასრულებენ. სამხედრო აღლუმთან დაკავშირებული სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება საჯარო.