დღეს, 18 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ, ქეთი ბექაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესზე სპეციალური განცხადებით მიმართავს საზოგადოებას.
გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება - პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა დაემატა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.