2009 წლის 11-13 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კოსტავას 77ა. ადვოკატთა რიგით მერვე საკვალიფიკაციო ტესტირება გაიმართება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით ატარებს შემდეგი თანმიმდევრობით : 11 დეკემბერი _ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 12 დეკემბერი_ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 13 დეკემბერს_საერთო სამართლის სპეციალიზაციით.
საგამოცდო რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყება.
ადვოკატთა ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 23 ოქტომბერს დასრულდა, სულ შემოტანილია 1110 განაცხადი: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით_430 განაცხადი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით_350 განაცხადი, საერთო სპეციალიზაციით_330 განაცხადი.
ტესტირების შედეგად, 75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ადვოკატთა პირველი ტესტირება 2006 წლის 18_23 მაისს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 3400 ადვოკატმა. რომელთაგან 45% შეძლო მიეღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული სერთიფიკატი.
საქართველოს კანონის "ადვოკატთა შესახებ" და ასოციაციის წესდების საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია 2005 წლის 26 თებერვალს საერთო კრების მიერ, ადვოკატთა ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ.