ნარკოტიკების მოხმარებისთვის სამი შოტლანდიელი ფეხბურთელი დააკავეს. შოტლანდიელი ფეხბურთელი გარო ო'კონერი და კლუბ "ჰართსის" ფეხბურთელები იან ბლექი და რობერტ ოგლები კოკაინის მოხმარებაში არიან ეჭვმიტანილები.
როგორც BBC იუწყება, ო'კონერი შაბათს დააკავეს პოლიციელებმა, დაკითხვის შემდეგ კი გამოუშვეს. სამართალდამცველების თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს ძიება და ო'კონერის გამოშვების გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღეს. ო'კონერი ამჟამად ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ბარნსლში" თამაშობს.
ბლექი და ოგლები კვირას დააკავა პოლიციამ. დაკითხვის შემდეგ პოლიციამ აღნიშნული ფეხბურთელებიც გაათავისუფლა ძიების დასრულებამდე.