თბილისში სასწავლებელი გაქურდეს. ძარცვა წუხელ, გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. უცნობმა პირებმა მრავალპროფილური სასწავლებლის შენობიდან ტექნიკა გაიტანეს. გატეხილია სეიფებიც.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველები სამნი იყვნენ, რომლებიც შენობაში მეორე სართულზე ჩამტვრეული ფანჯრიდან შევიდნენ. დარაჯი, რომელიც სასწავლებელს იცავს გაკოჭილი იპოვეს.
სამართალდამცცავებმა ეჭვმიტანილები უკვე დააკავა და მათი დაკითტხვა მიმდინარეობს.
ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის.