იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თბილისიის პროკურატურის პროკურორი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ზვიად სალია ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით დაკავებულ გიორგი დევდარიანს პრობლემის მოგვარებას დაპირდა და ოჯახის ადვოკატისთვის განკუთვნილი თანხიდან 2 ათასი ლარი გამოართვა.
ამასთან, ზვიად სალიამ დაკავებულის ოჯახისგან გირაოს სანაცვლოდ კიდევ ორი ათასი ლარი აიღო.
აღნიშნული დანაშაული ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს