საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ფედერაციის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული 7 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს.
ფედერაციის აღმასკომის სააპელაციო საბჭოს კლუბმა უკვე მიმართა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კლუბი კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას თქმით, დებულების მიხედვით, გადასახდელი თანხა შვიდის ნაცვლად ორი ათასი ლარია.
ჯარიმა კლუბს „ზესტაფონისა" და ქუთაისის „ტორპედოს" მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაეკისრა. რის შედეგადაც სტადიონის ნაწილი განადგურდა. ჯარიმა დაეკისრა „ტორპედოსაც".