სამეფო კლუბ "რეალის" გენერალური დირექტორის ადგილი ზაფხულში ვაკანტური გახდება. ამის შესახებ გაზეთი "სპორტ-ექსპრესი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, საფეხბურთო კლუბის გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო ზაფხულში დაკავებული თანამდებობიდან გადაგმომას აპირებს.
არგენტინელმა ვალდინომ უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ "რეალის" პრეზიდენტს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე ხორხე ვალდინოს "რეალის" ექს-კაპიტანი ფერნანდო იერო შეცვლის, რომელიც უახლოეს მომავალში ესპენეთის ფეხბურთის ფედერაციას დატოვებს, სადაც სპორტული დირექტორად მუშაობდა.