აშშ-ის დასავლეთ და ცენტრალურ შტატებში მოსული ძლიერი თოვლის გამო დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო რამდენიმე შტატი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რიგ ადგილებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
სინოპტიკოსების განმარტებით, ძლიერი ქარს, რომლის სიჩქარე 80 კმ/საათს აღწევს შეუძლია წარმოქმნას 2-დან 4 მეტრამდე ნამქერები და ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ, რასაც შემდგომ თოვა მოჰყვა ვაშინგტონიდან არიზონამდე და კალიფორნიამდე ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
არიზონასა და კოლორადოში ერთი დღის განმავლობაში 60 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა, ხოლო ნევადაში უამინდობის გამო სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები დაიხურა.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა დიდ რაიონებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბოს. ძლიერი თოვლია ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში.
უამინდობამ მთლიანად 17 შტატი მოიცვა.
რიგ ფედერალურ და ადგილობრივ ავტომაგისტრალებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია წარმოქმნილი. დაფიქსირებულია ასეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა.
ზოგიერთ რაიონებში ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს.
რიგ რაიონებში ასევე დაფიქსირებულია ტემპერატურის ვარდნა -15 გრადუსამდე. არიზონასა და ნევადაში თოვლის სწრაფი დნობის გამო მეწყერები წარმოიშვა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა 13 დეკემბრამდე გაგრძელდება.