პროფკავშირების სახლს წუხელ ცეცხლი გაუჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. დამწვარია მეორე სართულზე მდებარე ოფისი, სადაც ერთ-ერთი ფირმის ოფისი იყო განთავსებული.
პირველად ცეცლი კომპიუტერს გაუჩნდა, რის შემდეგაც ის მთელს ოთახს მოედო. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შესძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.