დღეს ნატოს შტაბბინაში უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების ("ISEF") ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ავღანეთში გადაღებული 80-მდე ფოტო.
გამოფენას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბაზიონერი გახსნიან.
ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის Yთქმით, უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს წვლილი ძალიან დიდია.
"ნატოს ხელმძღვანელობა ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენი ვაჟკაცები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ამისთვის საქართველომ დიდი მსხვერპლიც გაიღო, მაგრამ ჩვენ ვართ ერთად ჩვენს მეგობრებთან და ვაკეთებთ საერთო საქმეს, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება",_აღნიშნა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, "ISEF" ოპერაციაში საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად 950 სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიას ქაბულის და ჰელმანდის პროვიცნციაში ასრულებს.