დღეს, 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების 113-ე წლისთავზე, ოსლოში ნობელის პრემიით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშვიდობის დაცვის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიის მისაღებად ოსლოში მიემგზავრება. ნორვეგიის დედაქალაქს აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლის მიშელ ობამას თანხლებით ეწვევა.
დაჯილდოების მეორე დღეს ოსლოში ობამას პატივსაცემად გალაკონცერტი გაიმართება. მასზე კონკურს "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ბელორუსი წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრე რიბაკი გამოვა.