საქართველო ვერასდროს შესძლებს დამოუკიდებლად შეიძინოს ამერიკული აღჭურვილობა. ამის შესახებ გამოცემა „Atlantic"-ი წერს.
„საქართველო ვერასდროს შესძლებს დამოუკიდებლად შეიძინოს ამერიკული აღჭურვილობა. საქართველო ღარიბია, ხოლო ამერიკული იარაღი ძვირი. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 2011 წლისთვის დაახლოებით $370 მილიონია, შესყიდვებისთვის მისი ერთი მესამედის $123 მილიონის გამოყენებაა შესაძლებელი. იმისთვის რომ ერთი შედარება მაინც მოვახდინოთ, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა ახლახანს აშშ-ს საჰაერო-თავდაცვითი შეიარაღების შესაძენად $7 მილიარდი დახარჯეს. მხოლოდ ერთი ანტი-საზენიტო სარაკეტო სისტემა „პატრიოტი", დაახლოებით $6 მილიონი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი თავისი წლიური ბიუჯეტით მხოლოდ 20 სარაკეტო სისტემის ყიდვა შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ სატყორცნ დანადგარებზე, რადარებზე და სხვა საკვანძო კომპონენტებზე", - წერს გამოცემა.
ამასთან, „Atlantic"-ის აზრით, თუ საქართველოს მართლა სურს საკუთარი ფულით იარაღის შეძენა, მაშინ უკეთესი იქნება, თუ ის შეიარაღების უფრო იაფ წყაროს მიაგნებს.
„რუსეთმა საქართველოს ბევრი ყოფილი მომმარაგებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-ევროპასა და ისრაელში შეაშინა და მათ საქართველოსთან თანამშრომლობის დამთავრება მოსთხოვა, მაგრამ სხვა მწარმოებლები, ისეთები როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია ან თურქეთი ნამდვილად შესძლებენ საქართველოსთან თანამშრომლობას", - ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიის ავტორის აზრით, არსებობს კიდევ ერთი საკვანძო საკითხი და ეს იმას შეეხება, რამდენად არგებს საქართველოს კბილებამდე შეიარაღება.
„რუსეთის სამხედრო ძალა იმდენად ძლიერია ქართულზე, რომ დამატებითი შეიარაღება საკამათო საკითხია", - წერს გამოცემა.