ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი დიდი მუზარადის ტურნირ "როლან გაროსის" ძირითად ბადეში მოხვდა. ამის შესახებ "eurosport.-ი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ტატიშვილი და ბრიტანელი ანა კეტავონგი ტრავმირებულ ჩოგბურთელებს, შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისა და რუს დინარა საფინას ჩაანაცვლებენ.
ანა ტატიშვილი მსოფლიოს 105-ე ჩოგანია.
ანა ტატიშვილის მეტოქის ვინაობა 20 მაისს გახდება ცნობილი.