2016 წელს ჰოკეის მსოფლიო ჩემპონატის ჩატარების უფლება რუსეთმა მოიპოვა. განცხადება ამის შესახებ დღეს ბრატისლავაში კონტინენტური ჰოკეის ლიგის პრეზიდენტმა ალექსანდრე მედვედევმა გააკეთა.
მან განაცხადა, რომ რუსეთის ძირითადმა კონკურენტებმა - უკრაინამ და დანიამ - თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.
"დანია განაცხადს ჩემპიონატის 2017 წელს მიღებაზე გააკეთებს", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმან, რომ მოსკოვში წარმატებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში.