სტამბულში შეხვედრისას საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ორ მინისტრს შორის შეხვედრა სტამბულში გამართული სამხედრო პროდუქციის გამოფენის ჩარჩოს ფარგლებში შედგა.
ბაჩო ახალაიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მხარდაჭერის გამო თურქეთის მინისტრის მიმართ მადლიერება გამოხატა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართულ-თურქული სამხედრო თანამშრომლობა დიდ სპექტრს მოიცავს და იგი სამხედრო განათლების მიღების, ლოჯისტიკის, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში დახმარების აღმოჩენას გულისხმობს.
ცნობისთვის, IDEF 2011-ის გამოფენა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს. წლეულს ექსპოზიციაში მონაწილეობა მსოფლიოს 48 ქვეყნის 621 კომპანიამ მიიღო. ამ ქვეყნების უმეტესობა სამხედრო ინდუსტრიაში ლიდერად ითვლება.