წვევამდელების ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირებას "ქრისტიან-დემოკრატები" 16 მაისის ბიუროს სხდომაზე მოახდენენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს, პარლამენტში ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" მიერ მომზადებული "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების პრეზენტაციის დროს განუცხადა.
კანონპროექტის თანახმად, ჯარში გაწვევას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ის პირი, რომლის ასაკიც 20 წელია, შესაბამისად
წვევამდელების ასაკი 20-დან 27 წლამდე უნდა გაიზარდოს.
დღეს მოქმედი ნორმის თანახმად კი ჯარში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები ექვემდებარებიან.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება არ შეეზღუდოთ.
გარდა ამის, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 18 წლის ასაკის ახალგაზრდა ჯარში წასასვლელად არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის.