ხვალ, 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ვარაზში'' დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაოს'' მენეჯმენტი პედაგოგებისთვის "ირაოს'' ახალი სამედიცინო დაზღვევის პირობების გაცნობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს, "პარტნიორი სკოლების კავშირისა'' და "განათლების ლიდერთა ლიგის'' წარმომადგენლებს შეხვდება.
"ირაო'' პედაგოგებს სამედიცინო დაზღვევის ახალ პირობებს სთავაზობს და ბაზარზე საუკეთესო სამედიცინო მომსახურების წარდგენის გარდა ამ მომსახურების შესრულებაზე მონიტორინგს აცხადებს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძალაში შევიდა 2010 წლის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგთა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს მიერ დარიგებული ვაუჩერები პედაგოგებმა კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო დაზღვევის პოლისზე უნდა გადაცვალონ.
სახელმწიფოს მიერ პედაგოგებისთვის შეთავაზებული პირობების გარდა, "ირაო'' მათ დამატებით სამედიცინო მომსახურებასაც სთავაზობს.