ხვალ, 13 მაისს, პარლამენტში ჯარში წვევამდელების გასაწვევის ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება მოხდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მოახდენენ.
მისი თქმით, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების გასაწვევი ასაკის 18 წლიდან 20 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ამასთან, კანონპროექტის ავტორებს მიჩნიათ, რომ სკოლის დასრულებისთანავე პირის სამხედრო სამსახურში გაწვევა მათ განათლების მიღების უფლებასთან წინააღმდეგობაში.
"არასწორია 18 ან 19 წლის აბიტურიენტის სამხედრო სამსახურში გაწვევა, როდესაც ის ემზადება უმაღლესი განათლების მისაღებად. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მას ხელახლა მოუწევს მოემზადოს იმ ძირითად საგნებში, რომელთა ჩაბარებაც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად", - აცხადებს სესიაშვილი.