წარჩინებული კურსდამთავრებულთათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა გრძელდება. ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ამ მიზნით თბილისის 116-ე საჯარო სკოლას ეწვია.
მოსწავლეების დაჯილდოების შემდეგ სამადაშვილი მედალოსნების პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგემებზე ესაუბრა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 2010 წლიდან თბილისის მერიის მიერ პედაგოგებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის 100-ლარიანი ვაუჩერის გადაცემაა დაგეგმილი.