ევროპული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში თურქი ექსპერტის მითათ ჩელიქპალას განცხადებით, აფხაზეთის სეპარატასტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში თურქეთში დიასპორის სანახავად იყო ჩასული და არა სამთავრობო დონეზე. ამის შესახებ ჩელიქპალამ "ჯეიმსთაუნის" ცენტრში, კავკასიის გეოპოლიტიკის საკითხების განაცხადა.
"რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ბაღაფში ჩამოფრინდებოდა თურქეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის ეს პოზიცია ფუნდამენტურია. ანკარამ ამ განცხადებით მისცა მინიშნება აფხაზურ მხარესაც" - განაცხადა უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების სპეციალისტმა მითათ ჩელიქპალამ.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში თურქეთში 7-11 აპრილს იმყოფებოდა.