2011 წლის ბოლოსთვის აფხაზეთიდან დევნილი ყველა მოქალაქე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დაიწყო აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფართების დაკანონება და ამ დროისათვის 15 ათასამე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი არის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.
"პრეზიდენტის დავალებით დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფართების დაკანონება და გარემონტბა. ამ დროისთვის 15 ათასამდე ოჯახისთვის დაკანონდა საცხოვრებელი ფართი. თუ ამ ტემპით გაგრძელდა მუშაობა, 2011 წლის ბოლოსთვის ყველა დევნილი იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი", - განაცხადა სუბელიანმა.