გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო ბაღდადში მომხდარი აფეთქებების სერია, რომელმაც 120 ადამიანის სიცოცხლე წაიღო. აღნიშნული აფეთქებების შედეგად დაიჭრა 500-მდე ადამიანი. მუნმა ამ ფაქტს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საშინელი და დაუშვებელი აქტი უწოდა.
"ვერავითარი მიზეზი ვარ გაამართლებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. როგორც ჩანს, ეს აფეთქებები მიმართული იყო იმისაკენ, რომ ჩაეშალათ საარჩევნო პროცესი", _ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელიც მისმა პრესმდივანმა დღეს გაავრცელა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახს და დაჭრილებს გამოჯანმრთელება უსურვა. მან მოუწოდა ერაყელ ხალხს, გამოიჩინონ მდგრადობა და ყველა ღონე იხმარონ ნაციონალური შერიგების განხორციელებისთვის.