ვენაში, გაეროს შტაბ-ბინაში ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეროვნული კოორდინატორების შეკრება გაიმართა.
განხილვის თემა: "ტერირიზმის წინააღმდეგ ნაციონალური და გლობალური ძალისხმევების ურთიერთკავშირის გაუმჯობესება" იყო.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მასშტაბით ეს იყო ასეთი სახის პირველი შეხვედრა, რომელიც ავსტრიის, თურქეთის, შვეიცარიის, კოსტარიკის, იაპონიისა და სლოვაკეთის ხელისუფლებების მხარდაჭერით ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა გაეროს წევრმა 113-მა სახელმწიფომ, 40-მა რეგიონალურმა და სუბრეგიონალურმა ორგანიზაციამ, მათ შორის სუამმა მიიღო.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1267, 1377 და 1540 რეზოლუციების ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების ნაციონალური და რეგიონალური ძალისხმევების რეალიზაციისთვის ურთიერთკავშირის გაძლიერებაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სუამისა და ეუთოს თანამშრომლობას. სუამის სატრანსპორტო კორიდორში სასაზღვრო კონტროლის სრულყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტების შემოწმების საკითხებს.