სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დააჯარიმეს იმისათვის, რომ როგორც მან პირადად აღარა, "მართლაც დალია ერთი ყლუპი შამპანური" სერბეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების მატჩზე. ჯარიმის ოდენობა 40 ათასი დინარია (416 ევრო).
ბელგრადის ადმინისტრაციულმა სასამართლომ იმავე თანხით დააჯარიმა ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მინისტრი სნეჟანა სამარჯი-მარკოვოჩი, დედაქალაქის პარლამენტის სპიკერი ალექსანდრე ანტიჩი და სერბეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ტომისლავ კარაჯიჩი.