გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და მოუწოდა არასოდეს არც აიღონ და არც მისცენ ქრთამი. მისი აღნიშნული მიმართვა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა. მიმართვაში არის მოწოდება, "ყველა ადამიანი შეუერთდეს გაეროს კამპანიას, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება".
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მხოლოდ ასეთი მიდგომა აამაღლებს კაცობრიობის შანსებს მიაღწიოს მიზნებს, რომლებიც ათასწლეულის დეკლარაციაშია ფორმულირებული.
გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ კორუფცია არის ერთ-ერთი იმ სერიოზულ პრობლემათაგანი, რომელიც განვითარებას უშლის ხელს.
"საზოგადოებრივი სახსრების დატაცება კერძო პირების მიერ იწვევს იმ რესურსების შემცირებას, რომლებიც სკოლების, საავადმყოფოებისა და გზების მშენელობისთვისაა საჭირო. როდესაც საგარეო დახმარების სახით გამოყოფილი თანხა ვიღაცების კერძო საბანკო ანგარიშენზე ილექება, ამით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩერდება", _ განაცხადა მუნმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კორუფცია ხელს უწყობს ბაზრებზე ყალბი ან დაბალხარისხიანი პროდუქციის სამედიცინო პრეპარატების გაჩენას, ასევე ხელს უწყობს ნარჩენების ოკეანეში ჩაყრას.
"კორუფციისგან არა მხოლოდ განვითარება ზარალდება, არამედ მას მივყავართ არჩევნების ფალსიფიკაციამდე, კანონიერების შერყევამდე და შესაძლოა ამან უსაფრთხოებასაც შეუქნას საფრთხე. გასულ წელს კი დავრწმუნდით იმაში, რომ მას შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე", _ განაცხადა მან.