გაყიდულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილე ხუთ ფეხბურთელს სამუდაო დისკვალიფიკაცია მიეცათ.
ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა ამ გადაწყვეტილების მომხრე აღმასკომის 9 წევრი იყო დანარჩენი 8 კი მოთამაშეებისთვის 5 წლიანი დისკვალიფიკაციის მიცემას მოითხოვდნენ.
სამუდაო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ გიგა ბეჭვაიას - თბილისის „ვით ჯორჯია", როინ ონიანს და ლევან ვართაგავას - ზუგდიდის „ბაია" და სპარტაკ გოგია და კახაბერ კირთაძე - „სამტრედია".